×
გოგო
ბიჭი
ტანსაცმელი
ფასდაკლება
espacho

ჩვენ შესახებ

მულტიბრენდული, ორთოპედიული, საბავშვო ფეხსაცმელების მაღაზია „ესპაჩო“ 2017 წლიდან წამყვან ევროპულ ბრენდებს წარმოადგენს საქართველოში. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ისეთი ცნობილი ბრენდების კოლექციები, როგორებიცაა: Garvalin, Pablosky, Beppi, Igor, Angelito’s, Titanito’s, Lumber Jack, Renbut და სხვა.

„ესპაჩო“-ს მთავარი მიზანი სტილის კომფორტისა და ხარისხის შეთავაზებაა. ჩვენ გთავაზობთ ორთოპედიულ და ნახევრად ორთოპედიული მოდელებს, რაც აუცილებელია ბავშვის განვითარების პირველივე დღიდან, რათა სწორად მოხდეს, როგორც ტერფის ასევე საყრდენ მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბება.

მაღაზიის შექმნის მთავარი მიზანი იყო მომხმარებლისთვის ხარისხიანი და სამედიცინო კუთხით სწორი ფეხსაცმლის მიწოდება. კოლექციის 100% არის ევროპული წარმოების, რომელიც იცავს ევროკავშირის სტანდარტებს . შემოწმებულია ყველა მიმართულებით, როგორც მასალის უსაფრთხოებით ასევე მოდელების სამედიცინო სოსწორით.

ჩვენთან მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ჩვილობის ასაკიდან ზრდასრულ ასაკამდე ყველა ზომისა და სტილის ფეხსაცმელი. 18-38 ზომის ჩათვლით.

მთავარი რაზეც ყველაზე დიდ ყურადრებას ვამახვილებთ არის პირველი ფეხსაცმელები, ამ მიმართულებით სამი წამყვანი ბრენდის GARVALIN, PABLOSKY და ANGELITO'S ორთოპედიული მოდელები გვაქვს. ყველა ამ მოდელს გააჩნია კოჭის ფიქსაცია თითების დაცვა და ანატომიური სუპინირებული საგი, რა თქმა უნდა ყველა მათგანი არის ნატურალური მასალისგან დამზადებული და გამოირჩევა როგორც ლამაზი დიზანით ასევე მაქსიმალური კომფორტით.